პროკურატურა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დადასტურდა, რომ მოწმის სტატუსით გამოკითხვისას ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სასამართლომ ბრალდებულებს - ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს 3-3 წლით, თეა გზირიშვილს კი 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინასარიძე და გზირიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ლიპარტელიანზე ძებნა გამოცხადდა.