პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით, პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. კენჭსყრასთან დაკავშირებულ ხარვეზზე, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" საუბრობს. პარტიაში ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა, რაც ვეტოს დაძლევისთვის საკმარისი არ არის. „გირჩმა“ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავჯდომარემ ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.