გახშირებული თავდასხმის ფაქტები და ნაადრევად გახსნილი წინასაარჩევნო კამპანია - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ მომავალი წლის არჩევნების მოგება ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშისწორებით გადაწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, წინაღობის მიუხედვად, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებს მაინც გააგრძელებენ. მმართველი პარტია პირობას დებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან.