ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია. განცხადებაში საუბარია ნატოს ვილნიუსის სამიტზეც, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი იქნება.