1. რადიო „პალიტრა“ 15 წლის გახდა. „პალიტრა" მსმენელს საათში ერთხელ განახლებად საინფორმაციო გამოშვებებს, საავტორო თოქ-შოუებს, შემეცნებით-გასართობ პროგრამებს, ასევე, გემოვნებიან მუსიკას სთავაზობს. მაუწყებლის საეთერო ბადე არის საინტერესო და მრავალფეროვანი. რადიოს საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები გამოირჩევა ოპერატიულობით, ბალანსით, ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით. ხოლო შემეცნებით-გასართობი გადაცემების მთავარი ხიბლი მრავალფეროვანი, აქტუალური თემები, რუბრიკები და საინტერესო რესპონდენტებია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, „რადიო პალიტრა“ ტექნიკურად განახლდა, შეიცვალა სტუდია, განვითარდა მედიასაშუალების გაციფრულების პროცესი, განახლდა ვებგვერდი, რომელსაც ახალი ფუნქციონალები და პროექტები დაემატა. რადიო პალიტრს იუბილესთან დაკავშირებით, დღეს ღონისძიება იმართება, რომელსაც ბიზნესპარტნიორები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და გუნდის წევრები ესწრებიამ. როგორი განწყობაა ღონისძიებაზე და რა ელით სტუმრებს.