ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს და უკრაინას და საერთაშორისო ექსპერტებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომის გარანტია მისცეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ნატო ვითარების მონიტორინგს ამ ეტაპზეც აგრძელებს.