საერთაშორისო პარტნიორები, ვილნიუსის ნატო-ს ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მოლოდინებზე განცხადებებს აკეთებენ. ესტონეთის თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის მიწვევა რთული იქნება. მისივე თქმით, საკითხი, იქნება თუ არა პროგრესი ვილნიუსში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ღიაა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი ვილნიუსში მიდის წინადადებით, რომ ქვეყნების თავდაცვის ხარჯები ორ პროცენტზე მეტი იყოს, ეს დონე იყოს ქვედა ზღვარი და არა მიზანი.