ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და რუსეთის სხვა წარმომადგენლების უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეხვედრას მხარი არ დაუჭირა.
ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნულ მოლაპარაკებებს ემიჯნება და აღნიშნავს, რომ ისინი ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინელი ოფიციალური პირების ჩართვის გარეშე არ განიხილავენ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრი სახლი არაოფიციალური დისკუსიების შესახებ ინფორმირებული იყო.