„ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ის იმ პირებისთვის ბრალის წაყენებას მოითხოვს, ვინც 7 და 8 მარტის აქციებისას, კახეთისა და კასპის ინცინდენტების დროს ადამიანებზე იძალადეს. მისი თქმით, დამნაშავეებს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მფარველობს.