პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილა. თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა უკვე წარადგინა შემდგომ კი მას დეპუტატების კითხვების მოსმენა მოუწია.