ექსპერტ გია ხუხაშვილის ხშირად აკრიტიკებენ საჯაროდ გაჟღერებული პოლიტიკური შეხედულებებისა და შეფასებების გამო. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებაზე ირონიულად წერს პირად "ფეისბუქზე" და აღნიშნავს, რომ პროფესიონალ ქვის მსროლელს ეძახდნენ:
“მე, პროფესიონალი ქვის მსროლელი, ადრე "ნაცების" სახელით ვესროდი ქვას "ქოცებს", ახლა "ქოცების" სახელით ვესვრი - "ნაცებს"..პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ. ვემსახურები მიშას…ბოდიში, ბიძინას…", - წერს გია ხუხაშვილი.