რუსთავში, 9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
გავრეცელებული ინფორმაციით, 9 წლის ბავშვი ეზოში მამინაცვლის მამამ სცემა.