შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრძოლის ველზე პირობების შეცვლამ აშშ-ის ოფიციალური პირები აიძულა, კასეტური საბრძოლო მასალის საკითხის სერიოზული განხილვა დაეწყოთ.
კასეტური საბრძოლო მასალები 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან ისინი ავრცელებენ მცირე ბომბებს დიდ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება ვერ აფეთქდეს დარტყმის დროს და რისკი, ნაღმების მსგავსად, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შექმნას. აშშ და უკრაინა ამ აკრძალვის ხელმომწერები არ არიან.