უკრაინაზე ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები გრძელდება. ქვეყნის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 18 დრონიდან 12 გაანადგურა. ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 57 საჰაერო იერიში მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 67-ჯერ გაისროლეს.
გენშტაბის ცნობითვე, რუსებმა „კალიბრის“ ტიპის რაკეტებიც გამოიყენეს. ლვოვში სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 35-ზე მეტი კი დაშავდა. ამავე ცნობით, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და ავდიივკას მიმართულებებზე არის ორიენტირებული.
გენშტაბში აცხადებენ, რომ დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.