მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე წვრთნები დაასრულეს. დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
სწავლებას, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და ქართველ სამხედროებს გამოცდილება გაუზიარეს.