პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშს განიხილავს.
დოკუმენტს, რომელიც კანონმდებლებს აპრილის თვეში წარედგინა, დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატების წინაშე წლიურ ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს.