საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი 25 წლამდე ასაკის მეკარეთა საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. უახლესი კვლევა CIES-ის საფეხბურთო კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
აღნიშნულ კვლევაში მსოფლიოს 75 ლიგის მოთამაშეთა შედეგები არის გაანალიზებული. რეიტინგში გამოარჩიეს 25 წლამდე საუკეთესო მეკარეები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნათამაშები წუთებისა და მატჩების მიხედვით. გიორგი საკვანძო მოთამაშე იყო როგორც „ვალენსიაში“, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მისმა კოეფიციენტმა 67.0-ს მიაღწია.
25-წლამდე მეკარეთა რეიტინგში მამარდაშვილზე წინ მხოლოდ პსჟ-ს მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა „ატლეტიკო პარანაენსეს“ ბენტკო კრეპსკი და „პორტოს“ კარის დარაჯი, დიოგო კოშტა დაასახელეს. ამავე დროს, ვალენსიელთა ქართველი ლეგიონერი უსწრებს ისეთ გამორჩეულ მეკარეებს, როგორებიც არიან „ლიდსის” მეკარე, ილან მელიე, გენკის კიპერი, მარტენ ვანდერვორდი და „შახტარის“ მეკარე, ანატოლი ტრუბინი.