ოფიციალური ვაშინგტონი ადასტურებს ყოფილი მაღალჩინოსნების შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან, თუმცა, აცხადებს, რომ მოლაპარაკება მის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული არ ყოფილა. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა აპრილში შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც. მოლაპარაკების თემა - უკრაინაში ომის დასრულება და ორივე მხარისთვის მისაღები დიპლომატიური გადაწყვეტილებები იყო.