ვაკის პარკის საქმეზე დღეს სასამართლოში ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. საუბარია საქმის იმ ეპიზოდზე, სადაც სასამართლო 9 პირის ბრალეულობის - მათ შორის "გრინსერვის+"-ის ხელმძღვანელის საკითხს განიხილავს.