აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ვალდებულება ურყევია.
„რუსეთის თავდასხმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვზე კრემლის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითია - ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრემლის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა. უკრაინის მიმართ აშშ-ის ვალდებულება ურყევია“, - წერს ბლინკენი „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, რუსეთის მიერ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.