უკრაინის შეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ წინ მივიწევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წინ მივიწევთ, ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია, მაგრამ ნამდვილად მივიწევთ წინ და არა უკან, როგორც რუსები და ამიტომ მე ამას დადებითად ვხედავ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა დაეხმარონ უკრაინას კონტრშეტევაში წარმატების მიღწევაში.
მისი თმით, არარეალურია იმის მოლოდინი, რომ უკრაინა შეძლებს კიდევ ერთი კონტრშეტევის დაწყებას რამდენიმე კვირაში ან თვეში, ”ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს ამ კონტრშეტევაში”, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.