საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ფრანსის დრუენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. საუბრისას ხაზი გაესვა კავშირების მნიშვნელობას კულტურისა და განათლების მიმართულებით. ასევე აღინიშნა 5 ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრანსის დრუენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.