პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ცნობით, პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის დადებული ვეტო პროცედურულად არასწორად დაძლია. სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ ვეტოს დასაძლევად მმართველ პარტიას 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ქართული ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.