სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში უკვე ცნობილია. სუს-ის ინფორმაციით 2022 წელს გამოძიება 3 საქმეზე დაიწყო, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე.
ამასთან, უწყების ინფორმაციით ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები.
ასევე სუს-ის შეფასებით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.
2022 წლის ანგარიშს უკვე მოჰყვა შეფასებები დეპუტატების მხრიდან.