ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში აღარ იმყოფება და სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა.
მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ მებრძოლების ადგილსამყოფელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლუკაშენკომ განაცხადა:
„ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, კითხვა აშკარად მე არ მეკუთვნის. როგორც ვიცი, მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგშია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.