ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ლექცია წაიკითხა. მან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატო-ს პოლიტიკა გააცნო.
ნატო-ს წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.