"ქართული ოცნება" ოპოზიციას თავდაცვის კოდექსის მიღების ხელის შეშლაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტი დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებულია და ქართული ჯარისათვის სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს, ამიტომ, მის წინააღმდეგ წასვლა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.
ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ საკითხს მაქსიმალური სიზუსტე საჭიროებს. მათი შეფასებით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლების ვიწრო პარტიულ ინტერესებს სცდება.
პარტია “გირჩი” კოდექსის იდეას ქართული ოცნების” მორიგ მავნებლობად აფასებს და დღეს საღამოს აქციაც დაანონსა სახელწოდებით "არა მონობას".