საქართველოს ელჩი უკრაინაში სულ მალე საქართველოში დაბრუნდება. უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, ელჩი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს.
მანამდე კი გავრცელდა მისი პირველი კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდგარი შეხვედრის შესახებ. ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის მხარეს საქართველოს პოზიცია განემარტა. ასევე ითქვა, რომ უკრაინის შეშფოთება არის უსაფუძვლო, რაც დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით.
ზაქარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერვენციის დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და ეს მომავალშიც ასე იქნება.