მწვანე ბანაკში "კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო. ბანაკი ახალგაზრდებს ისეთ საკითხებზე უმაღლებს ცნობიერებას, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება; ტყის რესურსების მართვა და პრაქტიკული სამუშაო, ასევე ისინი შეისწავლიან ჰიდროლოგიურ და გეოლოგიური საფრთხეებსა და კატასტროფის რისკის შემცირებას. „მწვანე ბანაკში“ 50 ახალგაზრდა მონაწილეობს, რომელთა საშუალო ასაკიც 15 წელია. აღნიშნულ ბანაკს გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს.