ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი მუმლაძე მონაწილეობდა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი და ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის შესწავლისა და ობიექტური გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
საკითხს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, მმართველი პარტია არადემოკრატიული და ძალისმიერი მეთოდებით ყველა იმ ადამიანს ებრძვის, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ამისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს.