რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. დოკუმენტი გამოქვეყნებულია რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.
ნებართვების უმეტესობა რუსეთის სააგენტომ ავიაკომპანია Red Wings-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:
ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში (კვირაში შვიდი რეისი);
ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში (თითო შვიდი რეისი);
ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
კრასნოდარიდან თბილისამდე (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდი რეისის ზრდა), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);
მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
„მინვოდიდან“ ბათუმსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდა);
ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);
სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);
სოჭიდან თბილისამდე (სიხშირე გაიზარდა სამიდან შვიდ რეისამდე), ბათუმი და ქუთაისი ((შვიდ-შვიდი რეისი);
ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);
უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);
ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);
გარდა ამისა, ავიაკომპანიებს „რასიასა“ (სოჭი-თბილისი, კვირაში შვიდი რეისი) და „იამალს“ (ტიუმენ-თბილისი და ტიუმენ-ბათუმი, თითო-თითო) შეუძლიათ ფრენები საქართველოში.
ავიაკომპანიებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებს ავიახაზები Azimuth (5 ივლისიდან - დღეში ორი რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის), Georgian Airways (ივლისიდან - კვირაში 10 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის).
უახლოეს დღეებში Red Wings-ის რეისებს სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი განახორციელებს.