ტელეკომპანია "ფორმულა" მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, გიორგი მუმლაძეს ადანაშაულებს. ინფორმაცია პირდაპირ ეთერში ტელევიზიის ხელმძღავენელმა და ჟურნალისტებმა გაახმოვანეს. მათი თქმით, თავდასხმაში მონაწილე სამივე ავტომანქანა - ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკუთრებაა. ტელეკომპანია "ფორმულა" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ. საქმეზე პოლიციამ ერთი პირი, ძალადობის მუხლით, დააკავა.