ნიდერლანდების ქალაქ ჰაარლემში ძლიერ შტორმს მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ქალია, რომელსაც ხე დაეცა. სტიქიის ზონაში, ქარის სიჩქარემ საათში 146-ს კილომეტრს მიაღწია, ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შენობების დატოვებისგან თავი შეიკავონ. შტორმმა სატრანსპორტო მოძრაობაც შეაფერხა. ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში 300-ზე მეტი ავიარეისი გაუქმებულია.