ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინის შესახებ ისეთი ვალდებულებების შეთანხმება იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყანას იმედს არ გაუცრუებს. ნაუსედას შეფასებით, ვილნიუსში ჩასული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვლენოვან სარგებელს მიიღებს. ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ წარმატება იქნება, თუ 2008 წელს ბუქარესტის სამიტთან შედარებით, ვილნიუსის სამიტის მონაწილეები ბევრად მეტს იტყვიან.