უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მთავარი გამოწვევების სამი ძირითადი საკითხი განიხილეს. მათგან პირველი ატომური ელექტროსადგურების დაცვა, მეორე კი ფრონტზე არსებული სიტუაცია იყო, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა სხვადასხვა მიმართულებებზე მეთაურების მოხსენებები მოისმინა. მესამე მთავარი საკითხი შეხვედრაზე აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის წარმოების შემდგომი გაფართოება, ასევე დასავლური სტილის აღჭურვილობის შეკეთების ტემპის დაჩქარება იყო.