შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - მაია ომიაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მიმართეს.