5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა. 2021 წელს, 5 ივლისს რუთაველის გამზირზე პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიასა და Tbilisi Pride-ის ოფისები. დახიეს ევროკავშირის დროშა. 5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11-ი ივლისის დილას ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. დაზარალებულები 2 წელია, რაც მოძალადეების ორგანიზატორები დასჯას ითხოვენ.