"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქართული პოლიტიკის შესახებ შეცდომა იყო.
"გვარამიას მაგრად ეშლება.
შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ...”
ეს იყო ჩასვრა!
და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში. შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა, იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის, თითქოს მესიაა - მასზე აცოცების სანაცვლოდ.
ანუ შეცდომა იყო მედია შანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და გააფარჩაკა - ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.
და ეს (დანაშაულზე მეტი) შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ). ეგ იყო იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა. (დღესაც იგივეს აკეთებს მისი არხი) ასე რომ, ახლა იპროფესოროს და იყოს… ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც) მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში 3 შეცდომის შესახებ დაწერა, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაუშვეს.
"რა იყო არასწორი:
1. არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი - პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;
2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე - ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა;
3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემი აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%-ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე "გაყიდა" ოცნების პროპაგანდამ - "სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ სჭირს", რაც ცხადია, ტყუილია, მაგრამ იმუშავა", - დაწერა გვარამიამ.