ილჰამ ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აზერბაიჯანმა, კონფლიქტის დასრულებიდან მოკლე ხანში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ხუთი ძირითადი პრინციპი წარადგინა, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას ეფუძნება.
ალიევმა აღნიშნა, რომ თუ სომხეთი რეგიონში მშვიდობის მიღწევით ნამდვილად დაინტერესებულია, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ასევე, სომხური სამხედრო და გასამხედროებული ელემენტების განიარაღება უნდა განხორციელდეს.