საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური სწავლება გამართა. ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.