პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ ჩაიშალა. "ქართული ოცნების" დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ოპოზიციამ კენჭიყრის გავლაზე უარი თქვა, რის გამოც ქვორუმი არ შედგა და სხდომა ჩავარდა.
"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს ოპოზიცის ნაწილი თაღლითობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი, როსტომ ჩხეიძე "ქართულ ოცნებას" შეეკრა და დარბაზში არ მყოფი დეპუტატების ნაცვლად დასწრების ღილაკზე ხელი მიაჭირა.