ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან, რაც მედიაგარემოს აზიანებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხეს უქმნის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება.