ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „რუსეთში“ ვაგნერის ამბოხების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ გადატრიალების მცდელობამ რუსეთში არსებული რეჟიმის სისუსტე აჩვენა. მისივე თქმით, გამოჩნდა ისიც, რომ ეს სახელმწიფო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაშიც კი, პუტინის ავტორიტეტს სერიოზული ზიანი მიადგა, რაც სამომავლო პროცესებზე დიდ გავლენას მოახდენს.