დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ საქმისთვის საკვანძო მნისვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. ოჯახისთვის უცნობია სად დაზიანდა მტკიცებულებები - სწორედ ამიტომ, იცინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ.ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო ნადებები, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი მოთავსებულია დაზიანებულ პაკეტში.
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო" მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები.