მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო პერიოდში არგენტინისა იტალიის ნაკრებების დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, საქართველომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს.
9 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ უელსის ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო მეორე შეხვედრაში ახალი ზელანდია ავსტრალიას ეთამაშება. წყვილებში გამარჯვებულები 14 ივლისს მეხუთე ადგილისთვის იასპარეზებენ.