გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ტყეში უსაფრთხოების წესები დაიცვან. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის წინასწარი მოწყობის შემთხვევებში, რაც ცეცხლის კერიდან შესაბამისი მანძილის რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან გაწმენდას გულისხმობს.