სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტის მიზანია თანამშრომლობის განმტკიცება. კერძოდ, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზაობას, რომ ხელი შეუწყონ გაყოფილ საზოგადოებას შორის მშვიდობისა და შერიგებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას.