იტალიის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ბანკმა რუსი ოლიგარქების დაახლოებით ორი მოლიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. იტალიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის განყოფილების ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, განახლებული მონაცემებით, რუსი ოლიგარქების აქტივები საბანკო ანგარიშებს, ძვირადღირებულ იახტებსა და ავტომობილს მოიცავს. მათივე ცნობით, კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 80 პირს დაახლოებით 330-ი მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაეყინათ.