სასწრაფოში დასაქმებული ექიმები და მძღოლები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელობას დისკრიმინაციაში ამხელენ. მედპერსონალის განმარტებით, ცენტრის ადმინისტრაცია ხელოვნურად გართულებული გამოცდებით, კრიტიკულად განწყობილი ექიმებისა და მძღოლების სამსახურიდან გათავისუფლებას ხელს უწყობს. მათივე განმარტებით, საკადრო წმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასწრაფოს ექიმებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. მედპერსონალისა და მძღოლების ნაწილმა, პროფკავშირთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.