"შეაჩერე რუსული რევანში" - ამ ლოზუნგით "ნაციონალური მოძრაობა" კლინიკა ვივა მედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას მართავს. ადგილზე შეკრებილთა განმარტებით, საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება დიპლომატიური კუთხით უმწვავესი ნაბიჯია. ხელისუფლებამ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს - ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში სამკურნალოდ გაუშვას. პარალელურად ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით 46 დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს - ექსპრეზიდენტის მონახულების შესაძლევლობა ჰქონდეთ. ვლადიმერ ზელენკის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ ხელისუფლებაში. იუსტიციის მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მის ამ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. დღეს წელიწადზე მეტ ხნიანი პაუზის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიამ მოინახულა. როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში ექს პრეზიდენტის გარშემო პროცესები.